ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის:
- დეკანის აპარატში
- სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში
- ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში
სტაჟირების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. გაეცანით ინფორმაციას და თქვენთვის სასურველ სტაჟირებაზე განაცხადი გააკეთეთ მითითებულ სარეგისტრაციო ელ. ფოსტაზე.
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა:
- დეკანის აპარატში - 6 ადგილი
- სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში - 2 ადგილი
- ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში - 3 ადგილი
- სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-2 კურსიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
- სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე)
- სტაჟიორის ფუნქციები: დეპარტამენტების საქმიანობისა და მიმდინარე ამოცანების შესაბამისად
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
- დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ. ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
- ა) CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
- ბ) სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
- გ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან
- განაცხადები მიიღება ელ. ფოსტაზე: zurab.gogshelidze@tsu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ, თუ რომელ დეპარტამენტში გსურთ სტაჟირება - განაცხადის მიღების ბოლო ვადა: მიმდინარე წლის 11 მარტის ჩათვლით.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. დოკუმენტების შეფასების ან/და გასაუბრების საფუძველზე.